"ყოველ დილას, ბინიდან რომ გავდივარ, წიგნების თაროდან დედაჩემის ფოტო მიღიმის... როგორც ჩანს, ღმერთმა რომ სამყარო შექმნა, სწორედ დედას დაავალა, ყველაზე ძლიერი ყოფილიყო" - გია მურღულია დედის შესახებ - Marao

"ყოველ დილას, ბინიდან რომ გავდივარ, წიგნების თაროდან დედაჩემის ფოტო მიღიმის... როგორც ჩანს, ღმერთმა რომ სამყარო შექმნა, სწორედ დედას დაავალა, ყველაზე ძლიერი ყოფილიყო" - გია მურღულია დედის შესახებ

2023-03-03 13:05:27+04:00


მეცნიერი, ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია სოციალურ ქსელში დედის დღეს ეხმაურება და საკუთარი დედის შესახებ წერს:

"ყოველ დილას, ბინიდან რომ გავდივარ, წიგნების თაროდან დედაჩემის ფოტო მიღიმის და იმ დღეს გასავლელ გზას, ფიქრსა და ქცევას დამილოცავს ხოლმე - მეშვიდე ათეულს ვამთავრებ და ერთი წამით ეჭვი არ მეპარება, რომ ასეა.

ამ ღიმილს ისეთი ძალა აქვს, სხვას რომ ვერავის და ვერაფერს დაუკავშირებ.

ის დაუმარცხებელია.

როგორც ჩანს, ღმერთმა რომ სამყარო შექმნა, სწორედ დედას დაავალა, ყველაზე ძლიერი ყოფილიყო.

და - ყველაზე მშვენიერიც.

და - ყველაზე თბილიც" - წერს გია მურღულია.