„ჩემმა სიმღერამ გაიმარჯვა, ყველაზე მაგარი ქართველი ემიგრანტები გვყავს!“- ნინი შერმადინი წარმატება აშშ-ში - Marao

„ჩემმა სიმღერამ გაიმარჯვა, ყველაზე მაგარი ქართველი ემიგრანტები გვყავს!“- ნინი შერმადინი წარმატება აშშ-ში

2023-03-04 22:24:58+04:00


ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მისი სიმღერა სახელწოდებით, I Will take you home, აშშ-ში, ორშაბათიდან, ყოველ დღე, Freedom Fm 104,7 ეთერში გაისმება:

„ყველაზე მაგარი ქართველი ემიგრანტები გვყავს! არაერთხელ მიგრძნია და გამომიცდია მათი თანადგომა და უპირობო სიყვარული! ჯერ საბერძნეთში და ახლა ამერიკაში! არ ვიცი როდისმე თუ გადავიხდი თქვენს ამაგს. ხმის მიცემა შეწყდა და ჩემმა სიმღერამ გაიმარჯვა.

I Will take you home ორშაბათიდან ყოველ დღე გაისმება Freedom Fm 104,7 ეთერში, თან მეცინება, თან მეტირება!!!!! მიყვარხართ! მადლობა, ეს მხოლოდ დასაწყისია, ძალიან ბევრ სიახლეს გპირდებით,“ – წერს ნინი შერმადინი.