ნატალია ყიფშიძე ცნობილი მშობლების შვილია და მისი ოჯახი სხვადასხვა მიზეზით ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თავის დროზე განსაკუთრებული ყურადღება გიორგი ყიფშიძის მეუღლემაც მიიქცია, რომელიც მსახიობზე 20 წლით უმცროსია.
თავად ნატალიას დედინაცვალთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და დედამისი, კრისტი ყიფშიძეც ხშირად აქვეყნებს ენისთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.
ამჯერად ნატალიამ „ინსტაგრამზე“ მამასთან, მსახიობ გიორგი ყიფშიძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

