თვეების სპეკულაციისა და ტაბლოიდების ვარაუდის შემდეგ სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ მეფე ჩარლზის კორონაციისთვის მოწვევა ოფიციალურად მიიღეს.
როგორც ცნობილია, წყვილმა ბუკინგემის სასახლისგან ოფიციალური წერილი მიიღო, მაგრამ მიმოწერის დეტალების არ ასაჯაროებენ.
მიუხედავად იმისა, რომ კორონაცია 6 მაისს გაიმართება, დიდ ბრიტანეთში სამდღიანი ღონისძიებებია დაგეგმილი. უინძორის ციხესიმაგრეში კონცერტია დაგეგმილი, ხოლო ორშაბათს.

ამ კვირის დასაწყისში მეფე ჩარლზმა სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას მათი ოფიციალური რეზიდენციის დატოვებისკენ მოუწოდა. მონარქმა ჰარისა და მეგანს კორონაციის დასრულებამდე მისცა ვადა, გაათავისუფლონ Frogmore Cottage. Daily Mail-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ მეფე ჩარლზი წყვილს ინგლისში მომავალ ვიზიტის დროს, ბუკინგემის სასახლის ოთახების გამოყენების უფლებას მისცემს.