"ევ­რო­პე­ლო­ბა მხო­ლოდ დრო­შის ფრი­ა­ლი არაა, ადა­მი­ა­ნის პა­ტი­ვის­ცე­მა და ჰუ­მა­ნუ­რო­ბაა… მე ვარ “მეგ­რე­ლი” და მა­შა­სა­და­მე, ევ­რო­პე­ლი, ახა­ლი ამ­ბა­ვია ეს?!" - ნანუკა გულუა - Marao

"ევ­რო­პე­ლო­ბა მხო­ლოდ დრო­შის ფრი­ა­ლი არაა, ადა­მი­ა­ნის პა­ტი­ვის­ცე­მა და ჰუ­მა­ნუ­რო­ბაა… მე ვარ “მეგ­რე­ლი” და მა­შა­სა­და­მე, ევ­რო­პე­ლი, ახა­ლი ამ­ბა­ვია ეს?!" - ნანუკა გულუა

2023-03-08 16:57:35+04:00


"სხვა არხზე რომ ვმუშაობდი, ჩემი პეპლები და ყვავილები არ შეგიმჩნევიათ ან ძაანაც გეფერადებოდათ! ნუ გავხდებით კაციჭამიები, ვინ რომელ არხზე და რომელ ჟურნალში მუშაობს ამისთვის, ნუ აძლევთ საკუთარ თავს უფლებას, შეურაცხყოთ ადამიანი, რომელიც ყველა არხზე და ყოველთვის მხოლოდ გასართობ და განსატვირთ გადაცემას აკეთებს!!! ევროპელობა მხოლოდ დროშის ფრიალი არაა, ადამიანის პატივისცემა და ჰუმანურობაა… მე ვარ “მეგრელი” და მაშასადამე, ევროპელი ახალი ამბავია ეს?! ყველა რუსი ბლოგერი მიწასთან მყავს გასწორებული პმ და საერთოდ მართობს ამ მძიმე ჟამს ჩემი კანდიდატურა, რომ რუსეთის მეგობრად მოგაგონდათ! ცოტა საკუთარ პოზიციებს გადახედეთ და ფსიქიკას მიხედეთ!" - წერს მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში და აქტივისტის, ნენე დალაქიშვილის პოსტს აზიარებს.

პოსტს კომენტარებში არაერთი ცნობილი სახე გამოეხმაურა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატა.