„ხალხის ძალას ჯერ ვერვინ შეწინააღმდეგებია! ძალიან მრცხვენია, რომ აქციაზე მეც თქვენთან ერთად არ დავშავდი...“ - ნინი შერმადინი - Marao

„ხალხის ძალას ჯერ ვერვინ შეწინააღმდეგებია! ძალიან მრცხვენია, რომ აქციაზე მეც თქვენთან ერთად არ დავშავდი...“ - ნინი შერმადინი

2023-03-09 12:04:34+04:00


მომღერალი ნინი შერმადინი ე.წ. გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„9 აპრილს დედა, მამა, ჩემი ორი ძმა პარლამენტის წინ იდგნენ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ…

ძალიან მრცხვენია, რომ დღეს მე ვერ ვიდექი ჩემი მეგობრების, კოლეგების, ჩემი ხალხის გვერდით, ვისაც ევროპული საქართველო გვინდა! ვისაც არ გვინდა რუსეთი და რუსული არაფერი! ძალიან მრცხვენია, რომ აქციაზე მეც თქვენთან ერთად არ დავშავდი…

საქართველო არასდროს იყო და იქნება რუსეთის გუბერნია! კანონი გაიწვიეს! ხალხის ძალას ჯერ ვერვინ შეწინააღმდეგებია! მე ვარ ამაყი, რომ ქართველი ვარ! მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი! საქართველოს გაუმარჯოს!“, – წერს ნინი შერმადინი.