"ცრემლები წამომცვივდა, როდესაც გავიგე 14 წლის დაკავებული ბიჭის ფრაზა, გმირის შვილი ვარო" - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი - Marao

"ცრემლები წამომცვივდა, როდესაც გავიგე 14 წლის დაკავებული ბიჭის ფრაზა, გმირის შვილი ვარო" - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი

2023-03-09 12:22:46+04:00


მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაკავებული ბიჭის შესახებ წერს:

"ცრემლები წამომცვივდა, როდესაც გავიგე 14 წლის დაკავებული ბიჭის ფრაზა, გმირის შვილი ვარ, გმირის შვილი ვარო!

თქვე ვირიშვილებო! 8 აგვისტოს მიხვალთ სასაფლაოზე, მიიტანთ თაიგულს და ამ ბიჭს ყალბი მწუხარებით მხარზე ხელს მოუთათუნებთ, თითქოს რამეს გრძნობდეთ, რამე გაღელვებდეთ ან გწამდეთ!", - წერს გიორგი სუხიტაშვილი.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, საუბარია აგვისტოს ომში დაღუპული თამაზ ნიკიტინის ვაჟზე.