როგორც ცნობილია, ჟერარდის დედამ მომღერალს ურჩია, სერფინგით დაკავებულიყო. თაყვანისმცემლები დარწმუნებული არიან, რომ ქალმა ეს მიზანმიმართულად გააკეთა, რათა შვილს ახალ ურთიერთობაში დახმარებოდა.
თითქმის ერთი წელია ინტერნეტში საუბრობენ შაკირასა და ჟერარდ პიკეს დაშორებაზე. მომღერლის ფანები არ იღლებიან შეთქმულების თეორიების აგებით, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელის დედამ წვლილი შეიტანა მისი ოჯახის დანგრევაში.

შეგახსენებთ, რომ შაკირა პიკეს ღალატის გამო დაშორდა. ოფიციალური დაშორების შემდეგ პიკე არ ერიდება ახალ შეყვარებულთან, კლარა ჩიასთან ერთად გამოჩენას.
ის, რომ მომღერალს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა დედამთილთან, უკვე დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ახლა ახალი ეჭვები გაჩნდა: ფეხბურთელის დედამ შაკირას შესთავაზა სერფინგის გაკვეთილები ახალი გატაცების სახით, რათა მის შვილს ფარულად მიეყვანა კლარა სახლში.
ასევე ცნობილია, რომ ის დიდი ხანია იცნობს პიკეს საყვარელს. მათი პირველი ერთობლივი სურათები ინტერნეტში 2021 წელს გამოჩნდა.