ამერიკული Elle-ის ახალ ქავერს დიდი სკანდალი მოჰყვა. ტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო მსახიობის მსჯელობას იმის შესახებ, თუ როგორია კარიერის აშენება და შენი ღირსების დამტკიცება ინდუსტრიაში, სადაც შენი მშობლების სახელი ყველასთვის ნაცნობია.

ტერმინი „ნეპო ბავშვი“ წარმოიშვა სიტყვისგან - ნეპოტიზმი. ლილი-როუზ დეპი, მაია ჰოუკი, ზოი კრავიცი, მოდ აპატოუ, კაია გერბერი, ლილა მოსი, ჰეილი ბიბერი, სია უსასრულოა. მაგრამ ნეპოტიზმი ჰოლივუდში ყოველთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ლაიზა მინელი ამერიკელების საყვარელი მსახიობის, ჯუდი გარლანდის ქალიშვილი იყო და დღეს მისი სახელიც, ისევე როგორც დედის, ლეგენდარულია.

პრობლემები მაშინ იწყება, როცა სამყარო სულ უფრო გამჭვირვალე ხდება და ე.წ. „ელიტასა“ და საშუალო ფენას შორის უფსკრული კატასტროფულია. ამ დროისთვის, TikTok-ზე ვიდეოებმა #nepobabies ტეგით უკვე შეაგროვეს რამდენიმე ათეული მილიონი ნახვა და მათი კომენტარების აბსოლუტური უმრავლესობა უარყოფითი.

თავად ნეპო ბავშვებს მოსწონთ საჯაროდ მსჯელობა იმაზე, რომ მათ „ორმაგი მუშაობა“ სჭირდებათ იმისთვის რომ თავიანთი შესაძლებლობები დაამტკიცონ. „ინტერნეტს შენზე მეტად შენი ოჯახი აინტერესებს. დიახ, შესაძლოა, ისინი დამეხმარნენ ინდუსტრიაში შეღწევაში, მაგრამ ამის შემდეგ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, ”- ამბობს ჯონი დეპის ქალიშვილი, ლილი-როუზ დეპი Elle-თან ინტერვიუში. ძნელია არ დაეთანხმო ადამიანებს, რომლებიც გაკვირვებულნი არიან იმ ფაქტით, რომ ლილი-როუზმა, 16 წლის ასაკში და 1,6 მ სიმაღლით, სარეკლამო კონტრაქტი გააფორმა შანელთან.

ასევე ცნობილია კონფლიქტი კენდალ ჯენერსა და ნაომი კემპბელს შორის, რომელიც კენდალის უყურადღებო განცხადების შედეგად წარმოიშვა: „მე არასოდეს ვყოფილვარ იმ მოდელთაგანი, რომელიც ერთ სეზონში რამდენიმე ჩვენებაში იღებს მონაწილეობას. არ მესმის ამას სხვა მოდელები რატომ აკეთებენ.“ - თქვა ჯენერმა და განმარტა, რომ ბრენდებს თანამშრომლობისთვის თავად ირჩევს. მოდელის განცხადებამ უარყოფითი კომენტარები დაიმსახურა - სხვა მოდელებს არ ჰქონდათ შოუების „არჩევის“ შანსი, რადგან ისინი ოჯახისგან ფინანსურ მხარდაჭერას ვერ იღებდნენ. კენდალის აზრს უარყოფითი დამოოკიდებულება მოჰყვა 90-იანი წლების სუპერმოდელის, ნაომი კემპბელისგან.