რა ანიშნა ნინუცა მაყაშვილმა რუსკას საიდუმლო ჟესტების ენით? - Marao

რა ანიშნა ნინუცა მაყაშვილმა რუსკას საიდუმლო ჟესტების ენით?

2023-03-10 11:53:19+04:00


ნინუცა მაყაშვილმა რუსკა მაყაშვილს წარბები ორჯერ აუწია! - რას შეიძლება ეს ნიშნავდეს?

ქუჩაში ერთად მიმავალი დების უცნაურ საქციელს ბევრი მომსწრე ჰყავს. ხალხმა დაინახა, როგორ შეტრიალდა მოულოდნელად ნინუცა მაყაშვილი რუსკასკენ და წარბები ორჯერ აათამაშა. რუსკამაც იგივე გაიმეორა, რის შემდეგაც დები სწრაფად გაიქცნენ რუსთაველის მეტროს მიმართულებით...

ხალხში რამდენიმე ვერსია მუსირებს: ზოგი ამ უცნაურ საქციელს ვიღაც ძალიან სიმპათიურ უცნობ ახალგაზრდა მამაკაცს უკავშირებს, რომელმაც წარბების აწევამდე გაიარა დების წინ. ზოგი კი ვარაუდობს, რომ ნინუცას რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გაახსენდა: ბაღიდან რუსკას ბავშვის გამოყვანა, სახლში დარჩენილი ჩართული უთო ან რაღაც ამგვარი...

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რა იყო წარბების აწევის რეალური მიზეზი!

რუსკა და ნინუცა მაყაშვილებს ერთმანეთთან განსაკუთრებული კავშირი ბავშვობიდან აქვთ. მათ ერთმანეთის ფარული სურვილების გამოცნობა პატარაობაში მიმიკებითაც კი შეეძლოთ. საკმარისი იყო ერთმანეთისთვის გადაეხედათ, რომ მაშინვე ხვდებოდნენ, რა ფიქრები და განზრახვა ტრიალებდა ერთმანეთის თავში. მათ ყოველ ბავშვურ სიცელქეს წინ რაღაც მიმიკა ან ჟესტი უძღოდა.

დროის გასვლასთან ერთად, ერთხელაც აცნობიერებ, რომ ბავშვობა მაშინ დამთავრდა, როცა დედამ შეწყვიტა კანფეტების დამალვა და წვიმიან ამინდში ცდილობ, გუბეებს გვერდი აუარო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა ზრდასრულ ადამიანში მაინც ცხოვრობს ბავშვი, რომლის გამოღვიძებისთვის ერთი მარტივი ბიძგიც საკმარისია.

რუსკას და ნინუცას მიმიკებით საუბრის სიყვარული არსად გამქრალა და წარბების ორჯერ აწევის ჟესტიც, რა თქმა უნდა, მაშინვე გაითავისეს. საქმე ისაა, რომ როდესაც ნინუცამ თავის დას წარბები ორჯერ აუწია, ამით „მაკდონალდსში“ წასვლაზე მიანიშნა.

თუ ჯერაც არ იცით, გეტყვით, რომ წარბების ორჯერ აწევა "მაკის" ახალი სახალისო კამპანიის მთავარი სიმბოლოა, რომელიც ბევრმა ადამიანმა აიტაცა. ზურა ხიზანიშვილმა უკვე აუწია წარბები სალომე ღვინიაშვილს; წყვილს არც გიორგი ჯანელიძე ჩამორჩა და წარბების აწევასთან ერთად გაიღიმა კიდეც. ასე რომ, თუ მოგინდებათ, მეგობარი "მაკში" დაპატიჟოთ, თამამად შეგიძლიათ აუწიოთ წარბები ორჯერ.

#გინდამაკი? #წარბებიაწიე