ვინ იყო ყველაზე ლამაზი? - დაათვალიერეთ ვარსკვლავების ფოტოები "ოსკარების" 2023 წლის დაჯილდოებიდან - Marao

ვინ იყო ყველაზე ლამაზი? - დაათვალიერეთ ვარსკვლავების ფოტოები "ოსკარების" 2023 წლის დაჯილდოებიდან

2023-03-13 11:19:54+04:00


რამდენიმე საათის წინ "ოსკარის" დაჯილდოება დამთავრდა. დაჯილდოება, ტრადიციულად, ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართა და მას უამრავი ვარსკვლავი ესწრებოდა.

საუკეთესო ფილმად დენიელ კვონისა და დენიელ შეინერტის ფილმი „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ დასახელდა. მან 11 ნომინაციიდან 7 „ოსკარი“ მოიპოვა. ფილმში შესრულებული მთავარი როლისთვის, „საუკეთესო მსახიობი ქალის“ კატეგორიაში გამარჯვება მიშელ იეომ მოიპოვა, ხოლო „ოსკარი“ „საუკეთესო მსახიობი კაცის“ კატეგორიაში ბრენდან ფრეიზერმა დაიმსახურა.

კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში“ კი ჰუი ქუანმა გაიმარჯვა, ხოლო „საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში“ ჯილდო ჯეიმი ლი კერტისმა მიიღო.

გთავაზობთ წლის ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების ყველაზე გამორჩეულ ჩაცმულობებს.

ნიკოლ კიდმანი

ლედი გაგა

ქეით ბლანშეტი

მიშელ იეო

მიშელ უილიამსი

რიანა

კარა დელევინი

სელმა ჰაიეკი

ბრენდან ფრეიზერი

ოსტინ ბატლერი

ენდრიუ გარფილდი