„ხუთ წუთში ერთხელ ვულოცავთ და ყველა ჯერზე უკვირს და უხარია“ - ნანიკო ხაზარაძე მამას დაბადების დღეს ულოცავს - Marao

„ხუთ წუთში ერთხელ ვულოცავთ და ყველა ჯერზე უკვირს და უხარია“ - ნანიკო ხაზარაძე მამას დაბადების დღეს ულოცავს

2023-03-13 11:59:43+04:00


ნანიკო ხაზარაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და კარიერის მანძილზე არაერთი გადაცემის წამყვანიც ყოფილა. ნანიკო საკუთარ ფოტოებსა და ვიდეოებს გამომწერებს სოციალურ ქსელშიც ხშირად უზიარებს.

ნანიკოს მამას, მეცნიერ დათო ხაზარაძეს, დემენცია აქვს, რომელიც მწვავე ფორმით მიმდინარეობს - მას სივრცე, დრო, გარემო აქვს არეული და ამ დაავადებით გამოწვეული არაადეკვატური ქცევა, უპირველესად, მისივე ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს.

ამიტომ, ტელეწამყვანმა, ბევრი ფიქრის შემდეგ, მამის საოჯახო ტიპის სახლში მიყვანა გადაწყვიტა, რათა მისთვის შესაბამისი გარემო შეექმნა.

ამჯერად ნანიკო "ინსტაგრამზე" მამის ვიდეოს ავრცელებს.