პოპულარული ქართველი მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის ხშირად აქვეყნებს პირად ფოტოებს და გამომწერებს კარიერულ სიახლეებსაც უზიარებს. ყველაზე დიდი მოწონებით კი მისი შვილის, სტეფანიას ფოტოები სარგებლობს.

სტეფანე მღებრიშვილისა და მაია დარსმელიძის ქალიშვილი არაორდინარული გარეგნობით გამოირჩევა. მას ხშირად მამასაც ამსგავსებენ. სტეფანია, მამისგან განსხვავებით, საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება და მედიასაშუალებებსაც ინტერვიუზე იშვიათად თანხმდება.
ცოტა ხნის წინ სტეფანემ მაყურებელს ახალი კონცერტი შესთავაზა, სადაც მომღერალი შვილთან ერთად გამოჩნდა და ახალი ჰიტი „გაიღიმე“ შეასრულა. მამა-შვილის ერთობლივმა სიმღერამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

ამჯერად კი სტეფანე შვილის ახალ ვიდეოს "ინსტაგრამზე" აქვეყნებს.