სიახლე

"ჩემი გამზრდელი დედის საფლავის ფოტოც კი გამოაქვეყნა... არ ენდობა ამერიკის ლაბორატორიას" - ემიგრანტი ქალი ამტკიცებს, რომ თამუნა მუსერიძის დედაა: რას ჰყვება ყოფილი წამყვანი?

"ჩემი გამზრდელი დედის საფლავის ფოტოც კი გამოაქვეყნა... არ ენდობა ამერიკის ლაბორატორიას" - ემიგრანტი ქალი ამტკიცებს, რომ თამუნა მუსერიძის დედაა: რას ჰყვება ყოფილი წამყვანი?
უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს ეძებს. ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნაშ­ვი­ლე­ბი იყო, ჟურ­ნა­ლის­ტმა გამ­ზრდე­ლი დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ შე­ი­ტყო. ამ რთულ გზა­ზე თა­მუ­ნამ ჯგუ­ფი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში „ვე­ძებ“ შექ­მნა, სა­დაც სხვა გაშ­ვი­ლე­ბუ­ლებ­საც ეხ­მა­რე­ბა ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის პოვ­ნა­ში.

ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და ამ ეტაპ­ზე თა­მუ­ნამ მხო­ლოდ ბი­ო­ლო­გი­უ­რი ბა­ბუა იპო­ვა, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, მისი შვი­ლე­ბი კი გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ თა­მუ­ნას­თვის მხო­ლოდ ბი­ძე­ბი და დე­ი­დე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ...

ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის ძებ­ნას აგ­რძე­ლებს, თუმ­ცა ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა მის ცხოვ­რე­ბა­ში,
რომ­ლე­ბიც არ­წმუ­ნებ­დნენ, რომ დე­დის პოვ­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

ქალ­ბა­ტო­ნი კი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ჟურ­ნა­ლის­ტი ინ­ტერ­ვი­უ­ში გვიყ­ვე­ბა, სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს, ემიგ­რან­ტია. მე­უღ­ლე გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს და მისი სამი შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რო­ბს. პირ­ვე­ლად ორი წლის წინ და­უ­კავ­შირ­და და უთხრა, რომ დე­და­მი­სი იყო, მაგ­რამ გე­ნე­ტი­კურ­მა ანა­ლიზ­მა ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი არ და­ა­დას­ტუ­რა.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, ქალს არ სჯე­რა ტეს­ტის ნამ­დვი­ლო­ბის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს თა­მუ­ნას შვი­ლე­ბის ფო­ტო­ებს, მო­იხ­სე­ნი­ებს მათ შვი­ლიშ­ვი­ლე­ბად და ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, მისი გამ­ზრდე­ლი დე­დის საფ­ლა­ვის ფო­ტოც კი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რაც სე­რო­ზუ­ლი სტრეს­ში ამ­ყო­ფებს თა­მუ­ნას...

წაიკითხეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93