ღონისძიებაში მონაწილეობენ: ნანი ბრეგვაძე, ნიკა ნიკვაშვილი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნატო მეტონიძე, ნინო სურგულაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, კონსტანტინე ყიფიანი, გიორგი ლომისელი, ანსამბლი „შვიდკაცა“ და თიკუნა წიქარიშვილი. ღონისძიების წარმდგენია კომპანია PSP.
დაავადებათა სკრინინგის პროგრამის მიზანი პათოლოგიური პროცესების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა, რაც დროული და დამზოგველი სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებისა და დაავადების პროგნოზის
იმედია, აღნიშნული ღონისძიება სრულიად ახლებურად დაანახებს კიბოს სკრინინგის ჩატარების მნიშვნელობას საზოგადოებას და თავის წვლილს შეიტანს სიმსივნური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციის საქმეში.
გელოდებით 20 მარტს, 20 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.
ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე!
ბილეთები იხილეთ ლინკზე.
ღონისძიების მედიაპარტნიორია „პალიტრა მედია ჰოლდინგი". სპონსორები არიან: "დეამედი", "ისი პარი", GOOD GIRL Carolina Herrera, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, რესტორანი "არქივი", თბილისის ღვინის მუზეუმი.
R