ტომ კრუზი და კეტი ჰოლმსი 2006-12 წლებში იყვნენ დაქორწინებული. 2006 წელს მათ ქალიშვილი, სური შეეძინათ. აღსანიშნავია, რომ ის კრუზის ერთადერთი ბიოლოგიური შვილია. განქორწინების შემდეგ ტომს შვილთან არანაირი კონტაქტი არ აქვს.

კეტი ჰოლმსი ქალიშვილს საზოგადოებაში იშვიათად აჩენს. ცოტა ხნის წინ ვარსკვლავური დედა-შვილი ნიუ-იორკის ქუჩებში დააფიქსირეს.
მომდევნო წელს სური 17 წლის გახდება. როგორც ცნობილია, მას მოდის ინდუსტრიის შესწავლა სურს.
