"გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სიყვარულო" - ლიზა ჩიჩუას მილოცვა მეუღლეს, ირაკლი მაქაცარიას - Marao

"გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სიყვარულო" - ლიზა ჩიჩუას მილოცვა მეუღლეს, ირაკლი მაქაცარიას

2023-03-24 10:30:02+04:00


საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილის, ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ურთიერთობა ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ლიზა ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ეკა ასათიანის შვილია. იგი ფართო საზოგადოებამ სწორედ ირაკლისთან ურთიერთობის გასაჯაროების შემდეგ გაიცნო. მას შემდეგ წყვილის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.

ამჯერად ლიზა ირაკლის დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს.