"ჰოლივუდი, ბოლივუდი მინახავს, მაგრამ ნანა სტამბოლიშვილმა აღმაფრთოვანა - წარმომიდგენია, რომ ასეთი ჭკვიანი იყო თამარ მეფე" - Marao

"ჰოლივუდი, ბოლივუდი მინახავს, მაგრამ ნანა სტამბოლიშვილმა აღმაფრთოვანა - წარმომიდგენია, რომ ასეთი ჭკვიანი იყო თამარ მეფე"

2023-03-27 11:00:17+04:00


„ჰოლივუდი, ბოლივუდი მინახავს, მაგრამ ნანა სტამბოლიშვილმა ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა“ - აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა მსახიობმა ნანას 700 კუპლეტი მიუძღვნა. ლექსებს ჯამში მილიონ-ნახევარი მოწონება აქვს.

თითქმის 25 წელია, რაც გიორგი დარჩიაშვილი ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს... იგი გადაღებულია ჰოლივუდისა და ბოლივუდის, მთლიანობაში - 13 ქართულ და საერთაშორისო ფილმში. თავადაც სურს ფილმის გადაღება სტალინის შესახებ, უცნაურ ამბავზე, რომელიც შემთხვევით გაცნობილმა ლაზმა მამაკაცმა უამბო...

გიორგი დარჩიაშვილს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 3 წელი თავისი პროფესიით არ უმუშავია... შემდეგ იური მეჩითოვმა შთამბეჭდავი ფოტოები გადაუღო, რომლის დამსახურებით, ინდური ჯგუფის მიერ გადაღებულ ფილმში მთავარ როლში აღმოჩნდა. ამ როლზე რაჯ კაპურის ძმისშვილიც იყო შერჩეული, მაგრამ გიორგი დარჩიაშვილი დაამტკიცეს. იური მეჩითოვის მიერ გადაღებული ფოტოების მეშვეობით, მან 6 ფილმში ითამაშა, საბჭოთა კავშირის კინოსტუდიების მიწვევით...

ბოლივუდის გადაღებული „ზოროს“ ინდური ვერსია - „შავი უფლისწული აჯუბა“ ინდოეთში ძალიან ცნობილი ფილმი გახდა, რადგან ინდოეთის ყველაზე აღიარებული და ძვირად ღირებული მსახიობები მონაწილეობენ.

რაც შეეხება ქართველების როლებს – ერთ-ერთ ფილმში არიადნა შენგელაია პრინცესას როლს თამაშობს. შემდეგ ქვეყნის სათავეში დგება ვეზირი, რომლის შვილის როლი გიორგი დარჩიაშვილმა შეასრულა… ფილმში მონაწილეობდნენ ასევე ზურაბ ქაფიანიძე, აბესალომ ლორია და ირაკლი ხიზანიშვილი.

წაიკითხეთ სრულად