27 მარტი-2 აპრილის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - Marao

27 მარტი-2 აპრილის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2023-03-27 17:31:26+04:00


ვერძი

ამ კვირაში ვერ შეეგუებით, თუ ვინმე შეეცდება თქვენი თავისუფლების შეზღუდვას ან რაიმე ზედმეტი ვალდებულების დაკისრებას. ასეთმა ქცევამ შეიძლება გამოიწვიოს რთული და ზოგჯერ კონფლიქტური სიტუაციები ძალაუფლების მქონე ადამიანებთან. ყველაზე რთული იქნება ახალგაზრდა ვერძისთვის, რომელიც იძულებულია იცხოვროს ერთ ჭერქვეშ მომთხოვნ მშობლებთან. ასევე შეიძლება იყოს სირთულეები უფროსებთან ურთიერთობაში. ამასთან კარგი დროა ნაცნობების წრის გასაფართოებლად, ნათესავებთან და მეგობრებთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენისთვის. შესაძლებელია წარმატებული მოგზაურობები დასვენების, სწავლისა და გართობის მიზნით. გაიზრდება თქვენი ინტელექტუალური და შემოქმედებითი შესაძლებლობები.

კურო

ხელსაყრელი კვირაა ოჯახური ურთიერთობების განმტკიცებისა და სტაბილიზაციისთვის. ასევე საკმაოდ საინტერესო პერიოდია მათთვის, ვინც გატაცებულია სულიერი პრაქტიკით ან ეზოტერიკული მეცნიერებების შესწავლით. თქვენ შეძლებთ გაიგოთ ბევრი ახალი ინფორმაცია, შესაძლოა გადახედოთ ცხოვრებისეულ შეხედულებებსაც კი. კარგია ფსიქოლოგიის შესწავლაც. თქვენ შეძლებთ უკეთ გაიგოთ გარკვეული ქმედებების ნამდვილი მიზეზები, გაიგოთ მოტივები, რომლებიც ამოძრავებს სხვა ადამიანებს. იმავდროულად, ეს არ არის საუკეთესო დრო მოგზაურობისა და საკანონმდებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონტაქტებისთვის.

~ტყუპი

ამ კვირაში შეძლებთ იპოვოთ საუკეთესო მიდგომები სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად. შეძლებთ კონცენტრირებას და მიზნების მიღწევას. კვირა განსაკუთრებით წარმატებული იქნება მათთვის, ვინც ორიენტირებულია საქმიანობის გაუმჯობესებაზე. სასიყვარულო ფრონტზე, სავარაუდოდ, სიმშვიდის პერიოდი გექნებათ, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. ეს კარგი დროა მეგობრებთან და ნაცნობებთან კომუნიკაციისთვის. შესაძლოა, მოგიწვიონ რაიმე კოლექტიური ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. იზრდება თანამოაზრეებისა და მეგობრების პოვნის შანსი, მათი დახმარებით სასურველის მიღწევას შეძლებთ.

კირჩხიბი

ამ კვირაში შეძლებთ პარტნიორული და სასიყვარულო ურთიერთობების გაუმჯობესებას. თუ ადრე ვერ ხვდებოდით პარტნიორის საქციელის მოტივებს, ახლა შეგიძლიათ მშვიდად განიხილოთ ყველა თქვენი შეკითხვა და მიხვიდეთ ურთიერთშეთანხმებამდე. სასიყვარულო და საქმიანი პარტნიორების მიმართ მეტად გამოავლინეთ პატიოსნება და ერთგულება. კარგი დროა საქორწილო ცერემონიისთვის, პარტნიორობის იურიდიული რეგისტრაციისთვის. შესაძლოა, მოგიწვიონ რაიმე სახის საზეიმო ღონისძიებაზე. სამსახურში შესაძლებელია ცვლილებები, მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა, სამომავლო გეგმების კორექტირება.

ლომი

ამ კვირაში ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი სახლის გაუმჯობესება, მატერიალური და ყოველდღიური პრობლემების მოგვარება. ოჯახში ურთიერთობები დაფუძნებული იქნება პასუხისმგებლობის გრძნობასა და ურთიერთდახმარებაზე. ახლა თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ სარემონტო სამუშაოები, უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება. განსაკუთრებით კარგი იქნება მშობლებთან და ბებია-ბაბუასთან ურთიერთობა. ამ პერიოდში შეგიძლიათ განიხილოთ ისეთი დელიკატური საკითხები, როგორიცაა მემკვიდრეობა. ასევე ხელსაყრელი დროა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის, სხვადასხვა პროფილაქტიკური ღონისძიებებისთვის. ბევრი მტკივნეული სიმპტომი თავისთავად გაქრება, როგორც კი დაიწყებთ დღის რეჟიმის დაცვას და სწორად კვებას.

ქალწული

ნებისმიერ საკამათო საკითხზე შეძლებთ პარტნიორთან შეთანხმებას, ამიტომ არ შეგეშინდეთ ყველაზე მგრძნობიარე თემების განხილვა. შეეცადეთ დაამყაროთ ურთიერთობა დიპლომატიურად, პარტნიორის აზრის მოსმენით. იმავდროულად, ამ კვირაში იზრდება ტრავმის ალბათობა საკუთარი დაუფიქრებლობისა ან აჩქარების გამო. ფრთხილად იყავით ელექტროტექნიკით სარგებლობისას. იყავით მომართული რომანტიკული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე.

სასწორი

პროფესიული საქმიანობისა და განვითარებისთვის კარგად დროა. გაიზრდება თქვენი ფინანსური შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგცემთ განახორციელოთ საჭირო შესყიდვები სახლისა და ოჯახისთვის. დაქორწინებულებისთვის ცხოვრებაში ცვლილებებია მოსალოდნელი. ერთი მხრივ, ურთიერთსიყვარულის გრძნობა მძაფრდება. მეორე მხრივ, პარტნიორის ქმედებებმა შეიძლება დაგაბნიოთ. კავშირში ერთ-ერთი დაძაბული საკითხი შეიძლება იყოს ქორწინებაში ქცევის თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის თემა. ეს ხელსაყრელი დროა ქორწინების ოფიციალური ცერემონიისთვის, რაც ხელს შეუწყობს სასიყვარულო კავშირების განმტკიცებას. ასევე ამ პერიოდში შეგიძლიათ ტურისტულ მოგზაურობებში წასვლა. ბევრ სასიამოვნო გამოცდილებას მიიღებთ.

მორიელი

მთელი კვირის განმავლობაში რომანტიკულ განწყობაზე იქნებით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ საერთო ინტერესები და თქვენი შემოქმედების განხორციელების საშუალებები. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც მოითხოვს არასტანდარტულ მიდგომებს და გადაწყვეტილებებს, წარმატებული იქნება. საკუთარ თავში აღმოაჩენთ პედაგოგიურ ნიჭს და იპოვით სწორ მიდგომას ბავშვის აღზრდაში. მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას. რეკომენდებულია პრევენციული ღონისძიებების გატარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. გაცივება შესაძლებელია იმუნიტეტის დაქვეითების გამო.

მშვილდოსანი

რომანტიკულ ურთიერთობაში იქნება არასტაბილურობის განცდა. მოსალოდნელია ძლიერი ემოციური რყევები. არ არის გამორიცხული, თავი აარიდოთ ორმხრივ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს. ეს მშვენიერი დროა მათთვის, ვინც გატაცებულია რაიმე სახის შემოქმედებითი საქმიანობით, გაქვთ ჰობი, დაკავებული ხართ სპორტით. გახსოვდეთ, რომ თვითრეალიზაცია გულისხმობს ქცევის თავისუფლებას.

თხის რქა

თქვენ გიყვართ და იცით როგორ დაგეგმოთ თქვენი საქმიანობა. და ეს კვირა ძალიან ხელსაყრელია სამომავლო პერსპექტივებზე ფიქრისთვის. ყველაფერი, რასაც ამ დღეებში გეგმავთ, დროულად და თქვენთვის საუკეთესოდ შესრულდება. ასევე კარგი დროა მეგობრებთან ერთად გასართობად. თუ დიდი ხანია არ შეხვედრიხართ საყვარელ ადამიანებს, დროა განაახლოთ მათთან ურთიერთობა. რჩევები და შეხედულებები, რომლებსაც მათგან მოისმენთ, დაგეხმარებათ გაიგოთ და მოაგვაროთ არსებული საკითხები. კვირის ბოლოს ოჯახის წევრების გავლენა მატულობს. შეეცადეთ გამოიჩინოთ ყურადღება და ზრუნვა ოჯახზე, მშობლებზე. მათ შეიძლება ფინანსური დახმარება გაგიწიონ.

მერწყული

ამ კვირაში შეგიძლიათ იმოგზაუროთ, გაიცნოთ საინტერესო ადამიანები. შესაძლოა, ისინი ჩაერთოთ თქვენ პროექტებში, დაგეხმარონ განვითარებაში. არ გირჩევთ ენერგიის გაფანტვას წვრილმანებსა და ზედმეტ კონტაქტებზე. შეეცადეთ კონცენტრირება მოახდინოთ თქვენი პირადი საქმეების მოგვარებაზე. კარგი პერიოდია სწავლისთვის. ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო პროცესი იქნება. თქვენ შეძლებთ გაიცნოთ კრეატიული ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ რამდენიმე საკითხის გადაჭრაში, რომელიც გაწუხებთ. წარმატება გელით მათ, ვინც დაწინაურებას ელოდებით.

თევზები

გვირჩევთ, უფრო ხშირად მოუსმინოთ თქვენზე უფროსი და გამოცდილი ადამიანების აზრს. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ბევრ რამეს გასწავლით, ბევრს რამეს დაგანახვებთ. გაიზრდება ინტერესი ფილოსოფიური, სულიერი და მორალური თემების მიმართ. შესაძლებელია, დაგაინტერესოთ რელიგიურმა სწავლებამ, მოისურვოთ ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა ფინანსური ხარჯებია. შესაძლოა, რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ: შეიძინოთ თუ დაზოგოთ ფული, ფლანგვას არ გირჩევთ, მაგრამ საოჯახო ნივთების შეძენაზე უარს ნუ იტყვით. უქმეები ოჯახთან და ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ.