"ნამდვილი სიყვარული" - ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას რომატიკული მომენტები - Marao

"ნამდვილი სიყვარული" - ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას რომატიკული მომენტები

2023-03-29 10:19:21+04:00


საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილის, ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ურთიერთობა ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ლიზა ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის შვილია. იგი ფართო საზოგადოებამ სწორედ ირაკლისთან ურთიერთობის გასაჯაროების შემდეგ გაიცნო. მას შემდეგ წყვილის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.

ცოტა ხნის წინ ლიზა 21 წლის გახდა. ამჯერად ფოტოებს დაბადების დღის წვეულებიდან ირაკლი მაქაცარია ავრცელებს.