„ცხოვრების პირველ ეტაპს ვასრულებ; ეს ძალიან ლამაზი მოგზაურობა იყო! მჯერა, რომ ჩემს არსებობას უფრო დიდ მიზანს მივცემ“ - თათა გიორგობიანი 30 წლის გახდა - Marao

„ცხოვრების პირველ ეტაპს ვასრულებ; ეს ძალიან ლამაზი მოგზაურობა იყო! მჯერა, რომ ჩემს არსებობას უფრო დიდ მიზანს მივცემ“ - თათა გიორგობიანი 30 წლის გახდა

2023-03-29 10:35:29+04:00


მომღერალ თათა გიორგობიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის პოპულარული „ღამის შოუს ბენდიდან“ გახდა და მსმენელმა მალევე შეიყვარა. თათა ხშირად სტუმრობს სხვადასხვა გადაცემას და განვლილ ცხოვრებასა და წარმატებაზეც საუბრობს.

ამჯერად თათა თავის დაბადების დღეს აღნიშნავს. მომღერალი 30 წლის გახდა და "ინსტაგრამზე" ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:

„ცხოვრების პირველ ეტაპს ვასრულებ. ეს ძალიან ლამაზი მოგზაურობა იყო! მადლობა ყველას, ვინც მასში მონაწილეობდით. ახლა უკვე დიდი გოგო ვარ. გულით ისეთივე ბავშვური, მაგრამ გონებით უფრო ჩამოყალიბებული და დამჯდარი. მჯერა, რომ საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინაა. მჯერა, რომ ჩემს არსებობას უფრო დიდ მიზანს მივცემ და სიკეთის მომტანად ვაქცევ ადამიანებისთვის! თუნდაც, უბრალოდ სასიამოვნო განწყობაზე მოყვანით“ - წერს თათა თავის "ინსტაგრამგვერდზე".