ამერიკაში სანტა კლაუსები, რომლებსაც მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ, სეზონზე (5 კვირა სამუშაო გრაფიკი) 30 ათას დოლარამდე გამოიმუშავებენ.
თავისი საქმის პროფესიონალები უშვებენ ნამდვილ წვერს, იღებავენ თეთრად და გულისყურით ეკიდებიან საკუთარ გაბარიტებს – სანტა ხომ ბუთხუზა უნდა იყოს, ამიტომაც კარგად უნდა იკვებოს.
მაგრამ სანტების სამუშაო ისეთი მარტივი არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ყოველდღიურად სანტამ უნდა მიიღოს ასეულობით მსურველი და მათთან ერთად ფოტო გადაიღოს.
ბავშვები მას მუხლებზე აცოცდებიან. დასავლელი თოვლის ბაბუები ჩივიან, რომ მათ სახსრები სტკივათ, რადგან ბოლო დროს ამერიკელი ბავშვები საგრძნობლად მოსუქდნენ.
პროფესია სანტა კლაუსი – ძალიან იშვიათია. საერთაშორისო სავაჭრო ცენტრების კავშირის მონაცემებით, აშშ-ში მოქმედებს 1.2 ათასი დიდი სავაჭრო ცენტრი, მაგრამ ყოველ მათგანს მხოლოდ ერთი სანტა კლაუსის მომსახურება სჭირდება.
სწორედ ამიტომ პრეტენდენტმა უნდა გაიაროს რთული შესარჩევი ტური. პირველ რიგში კი, მომავალი სანტა არ უნდა იყოს შემჩნეული არანაირ თაღლითობაში და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში.