მუსიკალური პროდიუსერი და კომპოზიტორი კონსტანტინ მელაძე საკუთარი ავტომობილით ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ტრაგედია უკრაინაში მოხდა.
ავარია კიევ-ობუხოვის ტრასის 32-ე კილომეტრზე, იქაური დროით 18-საათზე, 27 დეკემბერს მოხდა. ავტოშემთხვევის დროს კონსტანტინ მელაძე ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
"კიევის მიმართულებით მიმავალი ავტომობილი "ლექსუსი" გაჩერებაზე მდგომ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. 30 წლის ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. მისი ვინაობა დგინდება", - აცხადებს კიევის რეგიონის ადგილობრივი პროკურატურის წარმომადგენელი.
თავდაპირველად "ლექსუსის" მძღოლის ვინაობას მედიასაშუალებებს საგულდაგულოდ უმალავდნენ. კონსტანტინ მელაძეც, თავის მხრივ, არ აღიარებდა დანაშაულს. სამართალდამცავების მონაცემებით, ავარიის დროს კომპოზიტორი ფხიზელი იმყოფებოდა.
პროდიუსერის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მუხლით "საგზაო მოძრაობის ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევა." კონსტანტინ მელაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.