ამერიკელი მომღერალი უიტნი ჰიუსტონი, რომელიც 2012 წლის თებერვალში აბაზანაში მკვდარი იპოვეს, ახალი ვერსიით, მოკლეს.
ასეთი სენსაციური განცხადება გააკეთა ჰოლივუდის ცნობილმა კერძო დეტექტივმა პოლ ჰიუბლმა. მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ მომღერალი ნარკოდილერებისთვის დიდი დავალიანების გამო მოკლეს, დეტექტივი მალე ფედერალურ სამსახურს გადასცემს.
"მე მაქვს მტკიცებულება, რომლიდანაც ნათლად ჩანს, რომ უიტნი მსხვერპლი გახდა გავლენიანი ნარკოდილერებისა, რომელთაც დაქირავებული მკვლელები გაგზავნეს მასთან, რათა ვალი ამოეღოთ", - ამტკიცებს დეტექტივი.
სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ჰიუსტონმა მიიღო კოკაინის მორიგი დოზა. არსებობენ მოწმეები, რომელთაც გაიგონეს, როგორ თქვა მომღერალმა: "დავიღალე ამ საშინელებისგან".
ჰიუბლის აზრით, მომღერალი ამ დროს სწორედ ნარკოდილერების მხრიდან ზეწოლაზე ლაპარაკობდა. ამ დროისთვის უიტნის მათი 1,5 მილიონი დოლარი ემართა.
ჰიუსტონის სიკვდილის დღეს სასტუმროს კამერებმა დააფიქსირა ორი უცნობი მამაკაცი, რომლებიც, სავარაუდოდ, ვარსკვლავის მკვლელები იყვნენ.
"უიტნის სხეულზე აღენიშნებოდა კლასიკური დაზიანებები, რომლებიც თავდაცვის დროს ჩნდება", - აცხადებს ჰიუბლი.
შეგახსენებთ, უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად უბედური შემთხვევა სახელდება. ვარსკვლავის ორგანიზმში აღმოჩენილ იქნა კოკაინის დიდი დოზა. ექიმების დასკვნით, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მომღერალი აბაზანაში დაიხრჩო.
მასალის წყარო: Radar Online, National Enquirer