ჯონი დეპმა გადაწყვიტა, ორიგინალური ყოფილიყო და საშობაოდ საყვარელ ქალს, მსახიობ ემბერ ჰერდს უცნაური საჩუქარი გაუკეთა.
ვარსკვლავმა, ქალის პატივსაცემად, ბაჰამის კუნძულებზე, საკუთარ არქიპელაგში მდებარე პლაჟს ემბერი უწოდა.
ეს გადაწყვეტილება დეპმა იმით ახსნა, რომ პლაჟის მოხაზულობა რუკაზე მას საყვარელი ქალის თეძოს მოხაზულობას აგონებს.
შეგახსენებთ, ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის რომანი ფილმის, "რომის დღიური" გადაღებების დროს დაიწყო.