სატელევიზიო პროდიუსერს, მარკ ბარნეტს პრინციპი აქვს: საჭირო არ არის გააკეთო სანახაობა; საკმარისია, მოყვე ისტორია. გასულ წელს მან გადაწყვიტა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორია მოეთხრო.
"გრანდიოზული იდეა გვჭირდებოდა, - ყვება ბარნეტი. – და ჩვენ ბიბლიის ეკრანიზება გადავწყვიტეთ".
ორ-ორსაათიანია. პირველი ხუთი სერია უკვე მზად არის. გადაღებები, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობდა და რამდენიმე მილიონი დაჯდა. სიუჟეტებს შორის არის – ნოეს კიდობნის ამბავი, მოსეს ისტორია, იესოს დაბადება, ჯვარცმა და მკვდრეთით აღდგომა.
ეს ბარნეტის კარიერაში პირველი სატელევიზიო პროექტია და როგორც თავად თვლის, ყველაზე მნიშვნელოვანი. "ბიბლიის" თუნდაც ერთ სერიას ყველა ნახავს, - დარწმუნებულია პროდიუსერი. სერიალის საპრემიერო ჩვენება ამერიკულ ტელეარხ "ისტორიაზე" 2013 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება.
გარდა "ბიბლიისა", ტელეეკრანების საშუალებით 2013 წელს მაყურებელს საშუალება ექნება, იხილოს სხვა პოტენციური ჰიტები: "ვიკინგები", "მარკო პოლო" და "ამერიკელები".
მასალის წყარო: Focus
იხილეთ ვიდეო