სცენაზე დაბრუნებული ბრიტნი სპირსი 2012 წელს ტრიუმფალურად შევიდა პოპულარული მუსიკალური შოუს, X-Factor-ის ჟიურის წევრთა შემადგენლობაში.
ახლა კი, მოარული ხმების თანახმად, ბრიტნის პროექტის დატოვებას მოსთხოვენ. მოკლედ რომ ვთქვათ, მას კონტრაქტს აღარ გაუგრძელებენ.
მიზეზი პროექტის პროდიუსერების უკმაყოფილებაა.
”პროდიუსერები ელოდნენ, რომ ბრიტნი შოუსთვის წარმატების მომტანი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მომღერალს შოუს ჟიურის წევრობისთვის 15 მილიონ დოლარს უხდიდნენ. მათ არაორდინარული, ხმაურიანი და აქტიური სპირსი სჭირდებოდათ და არა მოსაწყენი”, - ამბობს პროექტის ერთ-ერთი მესვეური.
თუმცა პროექტიდან რომც წავიდეს, ბრიტნი უმუშევარი მაინც არ დარჩება – ის ხომ აგრძელებს სასიმღერო კარიერას – აკეთებს სოლო-პროექტებსა თუ დუეტებს სხვა ვარსკვლავებთან.
მასალის წყარო: WENN