ბოლო დროს ბევრი მითქმა-მოთქმაა ატეხილი რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავის, A-studio-ს სოლისტის, ქეთა თოფურიას გათხოვების შესახებ.
გავრცელდა ხმები, რომ ქეთა თოფურიამ და ებრაელმა ბიზნესმენმა ლევ გეიხმანმა საიდუმლოდ იქორწინეს. A-studio-ს პრესმდივანმა ელენა ფედულოვამ ეს ჭორი მალევე უარყო და განაცხადა, რომ წყვილი ერთად არის, თუმცა ჯერ არ დაქორწინებულა.
ერთ-ერთმა რუსულმა ტელეარხმა გადაწყვიტა, პირადად ქეთა თოფურიასთან გადაემოწმებინა ჭორი. შედეგად მომღერალმა დაადასტურა ინფორმაცია და განაცხადა, რომ ლევ გეიხმანი და ის მართლაც დაქორწინდნენ.