ქეით მიდლტონი 2012 წლის ყველაზე ლამაზი თმის მქონე ქალების სიას ჩაუდგა სათავეში. რეიტინგი შეადგინა ცნობილი ბრიტანული ბრენდის საიტმა Fabriah.com-მა, რომელიც თმის მოვლის საშუალებებზე არის სპეციალიზებული.
მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალმა ჟიურიმ რეიტინგის სათავეში ქეით მიდლტონი არ დაასახელა, საიტის უბრალო მომხმარებლების უმეტესობამ სწორედ მას მისცა ხმა. მათ ქეით მიდლტონის თმა საკულტოდ და მისაბაძად აღიარეს. ქულები სამეფო კარის პატარძალს ახლახან შეჭრილმა ე.წ. ჩოლკამაც დაუწერა.
მეორე ადგილზე ბრიტანელი მომღერალი ემილი სანდე გავიდა. მესამე ადგილი ლონდონის მერს, ბორის ჯონსონს ერგო. აღსანიშნავია, რომ ტოპ-20-ეულს საკმაოდ ეგზოტიკური შემადგენლობა აქვს, მაგალითად, ძაღლი, სახელად Pudsey (ბრიტანული კონკურსის, "Britain’s Got Talent"-ის გამარჯვებული) - მან მე-10 ადგილი დაიკავა.
ათეულში შევიდნენ შერილ კოული (მე-8 ადგილი), მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედი (მე-4 ადგილი). მეორე ათეულში არიან შესულნი ვიქტორია ბექჰემი (მე-18 ადგილი) და მომღერალი ადელი (მე-14 ადგილი).