მამაკაცების ჟურნალის, "პლეიბოის" და ტელესერიალ "მაშველების" ვარსკვლავს, პამელა ანდერსონს შოუ "Dancing On Ice"-ზე გამოსვლის დროს მომხდარი კონფუზის გამო პროექტი დაატოვებინეს.
იხილეთ ვიდეო
მსახიობი და მოდელი ცეკვის დროს ისე ხშირად ისწორებდა პატარა კაბას, რომ ბოლოს და ბოლოს მკერდი მთლიანად მოუშიშვლდა, რის გამოც შოუს მონაწილეთა რიგების დატოვება მოუხდა.
პემმა სინანულით მოუბოდიშა კონფუზისთვის ყინულზე ცეკვის პარტნიორს, მეთ ევერსს: "ძალიან დასანანია... მაგრამ მე მაინც კარგად გავერთე; ყოველ შემთხვევაში, ციგურებზე სრიალი მაინც ვისწავლე. ვწუხვარ, მაპატიე, მეთ, რომ ჩემი მკერდი თავისუფლებისკენ ასე მიისწრაფვოდა".