პრინცესა დიანას აქამდე გამოუქვეყნებელი სკანდალური ფოტო, სადაც ლედი დი უცნობი მამაკაცის მუხლებზე ზის, ინტერნეტ-აუქციონზე, RR Auctions-ზე გასაყიდად გაიტანეს.
შავ-თეთრ ფოტოზე ახალგაზრდა დიანა მისივე ასაკის მამაკაცის მუხლებზე ზის. უცნობი ფოტოგრაფის კადრში მოხვედრილია ვისკი JOhnnie Walker-ის ბოთლი. ფოტო 1981 წლის 26 თებერვალს არის გადაღებული, დიანა სპენსერისა და პრინცი ჩარლზის ნიშნობის ოფიციალურ განცხადებამდე ორი დღით ადრე.
გამოსახულებაზე გაკეთებულია ნიშანი "არ გამოქვეყნდეს" (not to be published). როგორც აუქციონის სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, ფოტო დაახლოებით 1000 დოლარად გაიყიდებოდა, თუმცა ეს ამკრძალავი ნიშანი მას ბევრად გააძვირებს."
ეს ფოტო აუქციონის სახლმა RR Auctions-მა, სხვა ფოტოარქივთან ერთად, ტაბლოიდ Daily Mirror-ისგან შეიძინა. გამოცემამ ვერ გაბედა, გამოექვეყნებინა ფოტო, რადგან ის "ზედმეტად თამამად" მიიჩნია. გაყიდვები აუქციონზე ამა წლის 17-24 იანვარს გაიმართება და ლედი დის ფოტოსთან ერთად, აქ ლოტად წარმოდგენილი იქნება ალბერტ აინშტაინის ფოტო მისივე ავტოგრაფით.
შეგახსენებთ, დიანა და პრინცი ჩარლზი 1981 წლის 29 ივლისს დაქორწინდნენ. 1997 წლის ზაფხულში, მათი განქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, დიანა პარიზში ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
იხილეთ ვიდეო: პრინცესა დიანას სკანდალური ფოტო წარწერით - "არ გამოქვეყნდეს"