ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზედმეტი წონა ქალის პოლიტიკურ კარიერაში წინსვლას აფერხებს. მოხდენილი სხეული კი, პირიქით, წარმატების საწინდარია. ამასთან, ეს წესი მამაკაცებზე არ ვრცელდება.
სპეციალისტებმა გადახედეს პოლიტიკური ლიდერების ფოტოებს და გაარკვიეს, რომ ქალი-პოლიტიკოსების საერთო რაოდენობის 22%-იდან მხოლოდ 5% იკავებს მაღალ პოსტს და აქვს ზედმეტი წონა. ამასთან, სრული მამაკაცი-პოლიტიკოსები ბევრად მეტია – 40%.
ფსიქოლოგების აზრით, სრულ მამაკაც-პოლიტიკოსებს მეტი მოთმინებითა და პატივისცემითაც კი ეპყრობიან, ვიდრე სრულ ქალბატონ-პოლიტმოღვაწეებს.
აღმოჩნდა, რომ ქალის წინსვლა კარიერულ კიბეზე პირდაპირ კავშირშია გარეგნობასთან, კონკრეტულად კი წონასთან და სწორედ სუსტი სქესის წარმომადგენლებს აქვთ დადგენილი ეს მეტად მკაცრი სტანდარტები. როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, ქალის სრული ფორმები მის კომპეტენტურობაზე ნეგატიურ სტერეოტიპს ქმნის.
როგორ გგონიათ, ქართულ პოლიტიკაში თუ მოქმედებს გარეგნობა (თუნდაც წონა) ქალის წინსვლაზე კარიერაში?