გასულ წელს ჯონი დეპისა და ვანესა პარადის განქორწინებასთან დაკავშირებით დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა. "კარიბის ზღვის მეკობრეების" ვარსკვლავმა ოჯახი მომხიბვლელი ემბერ ჰერდის გამო დაანგრია.
ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ემბერმა დეპი ფრანგი ფოტომოდელის, მარი დე ვილიეპენის გამო მიატოვა. ეს უკანასკნელი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, დომინიკ დე ვილიეპენის ქალიშვილია.
ჯონი დეპმა და ემბერ ჰერდმა რომანი ფილმი "რომაული დღიურების" გადაღებების შემდეგ გააბეს. სიახლეს დიდი რეზონანსი მოჰყვა, რადგან 2010 წელს ემბერ ჰერდმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბისექსუალია.
მიუხედავად ამისა, დეპსა და ჰერდს შორის მგზნებარე რომანი გაჩაღდა, თუმცა მალევე გავრცელდა ხმები მათი დაშორების შესახებ. დეპი მაინც ჯიუტად აგრძელებდა ქალის მოხიბვლას – უგზავნიდა ყვავილებს და უთხზავდა ლექსებს, მისი სახელი საკუთარ კუნძულზე პლაჟსაც კი დაარქვა.
მაგრამ ახლა, გამოცემების: The Hinffington Post-ისა და New York Post-ის ცნობით, 26 წლის ჰერდი დომინიკ დე ვილიეპენის ქალიშვილს, ფოტომოდელ მარი დე ვილიეპენს ხვდება. ემბერი და მარი უკვე არაერთხელ შეამჩნიეს ერთად.