მომღერალ შაკირასა და ფეხბურთელ ჟერარ პიკეს ჩვილი ქვეყანას რამდენიმე დღის წინ მოევლინა, მშობლებმა კი თაყვანისმცემლებს მისი სურათი უკვე გაუზიარეს.
ახალშობილ მილან პიკე მებარაკს (Milan Pique Mebarak) პირველ ფოტოზე მხოლოდ ფეხები უჩანს, რომელიც ბოტასებით აქვს შემოსილი. "მილანის ფეხები", - ასე დაარქვა ჟერარმა ფოტოს.
35 წლის შაკირასა და 25 წლის ჟერარს 22 იანვარს შეეძინათ მილანი. პირმშო საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინა ქვეყანას. ახალშობილი დაბადებისას 2,9 კგ-ს იწონიდა.
"სახელი მილანი "თბილს", "მოსიყვარულეს" და "შრომისმოყვარეს" ნიშნავს. მამამისის მსგავსად, მილანი დაბადებისთანავე "ბარსელონას" საფეხბურთო კლუბის წევრი გახდა", - წერს შაკირა მშობიარობის შემდეგ.