რუსეთში წარმატებით მოღვაწე ქართველი ქალბატონი, თინა კანდელაკი არ ჯერდება ტელეწამყვანობას და სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობას განაგრძობს. გარდა იმისა, რომ მას რუსეთში საკუთარი ბიზნესი აქვს, ის პოლიტიკაშიც აქტიურად არის ჩართული.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამჯერად თინა კანდელაკი კიროვის "ვიატკა-ბანკის" დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს. მისი კანდიდატურა ბანკის დირექტორთა საბჭოში ჯერ კიდევ 22 აპრილიდან დაამტკიცეს.
რას გააკეთებს კანდელაკი ფინანსურ სტრუქტურაში, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის ცხადია, რომ ამ ქალბატონის პოლიტიკურ აქტივობას უკვალოდ არ ჩაუვლია.
ბანკ "ვიატკას" მონაცემებით, მისი აქციების 90.57% კვიპროსის კომპანია "ოპიდიუს ჰოლდინგ პიმიტედს" ეკუთვნის. დანარჩენი 7.57%-ს თავად კიროვის ოლქი ფლობს. "ვიატკა-ბანკი" 1990 წელს დაარსდა.
მასალის წყარო: PBWM