ახალი კომპიუტერული ტექნოლოგიების წყალობით, სიცოცხლეს უბრუნდებიან ძველი ჰოლივუდის ვარსკვლავები. შოკოლად Galaxy-ს რეკლამისთვის უმშვენიერესი ოდრი ჰეპბერნი გააცოცხლეს.
Galaxy-ს ახალი სარეკლამო რგოლი 50-იან წლებში დაგვაბრუნებს და იტალიურ სანაპიროზე, ამალფიზე აღმოვჩნდებით. ვიდეოში გამოყენებულია ოდრი ჰეპბერნის კლასიკური როლები, მათ შორის, ფილმიდან "რომაული არდადეგები". გამოყენებულია საუნდტრეკი "Moon River"ფილმიდან "საუზმე ტიფანისთან".