პრაქტიკულად, ყველა ქალს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუყენებია თმის საღებავი; თანაც არ დაფიქრებულა, რა შედეგი მოაქვს მას. აღმოჩნდა, რომ თმის ყოველ შეღებვას გამოუსწორებელი ზიანი მოაქვს ქალის ჯანმრთელობისთვის.
თმის საღებავი შეიცავს ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს კიბოს განვითარებას, - აცხადებს The Daily Mail. ჯანმრთელობისთვის საშიშია, როგორც საღებავები ოჯახის პირობებში თმის შესაღებად, ასევე ისინიც, რომლებსაც პროფესიონალურ სალონებში გვთავაზობენ.
ყველაფერში დამნაშავე ე.წ. ამინებია, რომლებიც აღწევს თავის კანში და იქ დიდი ხნით რჩება. ეს ნივთიერება რეაქციაში შედის თამბაქოს კვამლთან ან გამონაბოლქვ გაზებთან და წარმოიქმნება მაღალტოქსიკური კანცეროგენული შენაერთი – N-ნიტროზამინები. სწორედ ეს შენაერთი იწვევს კიბოს პროვოცირებას, ხოლო მის მთავარ მიზანს ღვიძლი წარმოადგენს.
”მომხმარებლის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია ჩატარდეს დამოუკიდებელი და ზედმიწევნითი კვლევა ამ შენაერთების ტოქსიკურობის დონისა და პოტენციური რისკის დასადგენად.” - აკეთებს კვლევის შედეგებზე კომენტარს პროფესორი დევის ლუისი.
ადრე მეცნიერები თმის საღებავებს რამდენიმე სახის კიბოს წარმოშობას უკავშირებდნენ, მათ შორის, სარძევე ჯირკვლების, შარდის ბუშტის, საკვერცხის, თავის ტვინის სიმსივნესა და ლეიკემიას.