ალბათ, სიახლე არავისთვის იქნება, თუკი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მომღერალი ნინი ბადურაშვილი ორსულადაა. თუმცა იგი ერთადერთი არაა, ვინც კახიანების ცნობილ ოჯახში პატარას ელოდება. ფეხმძიმედაა ნინის უმცროსი და, ანასტასია თოფურიძეც.
როგორც იცით, თავისი "საინტერესო მდგომარეობის" მიუხედავად, ნინი აქტიურად ჩნდება ქართველი საზოგადოების წინაშე და "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის წევრობასაც ითავსებს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მომღერალი მხოლოდ საზოგადოებრივი აქტიურობით არ შემოიფარგლება და სპორტსაც უთმობს დროს.
სულ ცოტა ხნის წინ ნინი ბადურაშვილმა საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის და ანასტასია სპორტდარბაზში ვარჯიშის დროს არიან გადაღებულნი.
შესაძლოა, ნინის მიერ ამ ფოტოს საჯაროდ გამოქვეყნება ერთგვარ მაგალითად და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდადაც კი იქცეს სხვა ორსულებისათვის.
გუშაგი