გადაჭარბებული სექსუალურობისთვის აშშ-ში ჰაიდი კლუმის მონაწილეობით რეკლამა აკრძალეს. ლოს-ანჯელესში ტელეარხით მალე ახალი შოუ დაიწყება, რომელსაც გერმანელი სუპერმოდელი, ჰაიდი კლუმი წაიყვანს.
გადაცემის სარეკლამო კამპანიის ფოტოებში სუპერმოდელი იმპერატრიცაა, რომლის წინაშეც შიშველი მამაკაცები და ქალები არიან განთავსებულნი.
ასეთმა ღია ეროტიკამ არ დააკმაყოფილა ლოს-ანჯელესის მთავრობა. ამიტომაც რეკლამა სასწრაფო წესით აკრძალეს.
თუმცა ტელეარხმა, რომლის ეთერშიც პროექტი სულ მალე გავა, ქალაქის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები აწარმოა და შედეგად პოსტერზე შიშველ ადამიანებს თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით "შემოსავენ". მხოლოდ ამის შემდეგ რეკლამის პოსტერების გაკვრა ქალაქშიც იქნება შესაძლებელი.
მასალის წყარო: Daily Mail