აღმოაჩინეს მაგნიტოფონის საიდუმლო ჩანაწერი, სადაც ტრაგიკულად გარდაცვლილი პრინცესა დიანას ხმა არის ჩაწერილი. ლედი დი სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე უფროს ვაჟსა და მის მეუღლეს მიმართავს.
ამერიკულმა ჟურნალმა Globe-მა განაცხადა, რომ აღმოჩენილია ჩანაწერი, რომელიც ლედი დიმ გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გააკეთა. პორტალი Daily Mail-ი დასძენს, რომ პრინცესამ ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ ეჭვობდა, მალე მოკლავდნენ.
ლამა მარკსმა, რომელიც დიანასთვის ჩანთებს კერავდა, დაადასტურა, რომ ჩანაწერზე – ნამდვილად პრინცესას ხმაა. მანვე მოუთხრო ჟურნალისტებს ჩანაწერის შინაარსის შესახებ. "მე კარგად გავიცანი ლედი დი მისი ცხოვრების უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში. პრინცესა ჩემთანაც დაწვრილებით საუბრობდა და აღწერდა, როგორი უნდოდა, რომ ყოფილიყო მისი უფროსი ვაჟის, უილიამის ცოლი და გულისმოსაკლავად ჟღერს.
კეიტი იმ თვისებების განსახიერებაა, რომელზეც დიანა საუბრობდა. პრინცესამ ერთხელ ისიც ახსენა, რომ მის წარმოდგენაში უილიამის ცოლს მუქი ფერის თმა ექნებოდა."
ფირზე შემდეგი სიტყვებია ჩაწერილი: "ის იქნება ლამაზი, ჭკვიანი და დამოუკიდებელი. ვიცი, რომ ძალიან შეგიყვარებდი და ჩვენ ერთგული მეგობრები გავხდებოდით. შენ განსაკუთრებული ხარ. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, უილიამის ცოლი ვერ გახდებოდი. გაუფრთხილდით თქვენს შვილებს ჩემ გამო. მინდა მათ იცოდნენ, რომ ძალიან მიყვარს ისინი და ვაკვირდები, როგორ იზრდებიან.”

ამავე დროს, ახლახან გაჩნდა ახალი ინფორმაცია ლედი დის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. სასამართლო პროცესზე SAS-ის ყოფილი სერჟანტის, დენი ნაიტინჰეილის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ პრინცესა დიანას სიკვდილში ბრიტანული სპეცსამსახურის ხელი ურევია. დენიმ განმარტა, რომ ეს ინფორმაცია დიანას ლიკვიდაციაში მონაწილე SAS-ის სნაიპერის (სახელს არ ასახელებს) ცოლისგან მოიპოვა.
"სკოტლანდ-იარდმა" დაიწყო ოფიციალური გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა დაკითხვამდე რამდენიმე დღით ადრე სპეცრაზმელი, რომელსაც ჩვენება უნდა მიეცა, უკვალოდ გაქრა.