სკანდალი ბრიტანეთის სამეფოში: ქეით მიდლტონის სტილისტი შეეცადა, უილიამის ცოლის სახელით კარიერა აეწყო. შედეგად, ქეითს ახალი ოსტატი ჰყავს, ხოლო ჯეიმს პრაისს – პერსონა ნონ-გრატას სტატუსი სალონებში. მაინც რა მოხდა?
ქეით მიდლტონმა შემთხვევით გაიცნო ჯეიმს პრაისი. სავარაუდოდ, ეს ერთი ნახვით, უფრო სწორად კი – თმის ერთი დაყენებით სიყვარული იყო, რის შემდეგაც ქეითს ეჭვი აღარ შეჰპარვია, რომ მხოლოდ მას ანდობდა საქორწინო ვარცხნილობას. მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ იდეალური ოსტატი ღალატზე წავიდოდა?
ჯეიმსმა გადაწყვიტა, შანსი ხელიდან არ გაეშვა და თავის ვარსკვლავურ კლიენტზე არანაკლებ ცნობილი გამხდარიყო. სტილისტი საკუთარ სოციალურ ქსელებში აქვეყნებდა იმ ვარცხნილობების ფოტოებს, რომლებსაც ქეითს უკეთებდა და ამით ხალხს აცნობებდა, რომ ჰერცოგის პრინცესა უპირატესობას სწორედ მას ანიჭებდა.
ვერაფერს იტყვი, ეს დიდი შეცდომა იყო. ახლა ქეითს ახალი სტილისტი ჰყავს, რომლის სახელსაც ის არ ამხელს. ვარსკვლავური სტილისტები ხშირ შემთხვევაში გასაიდუმლოებულები არიან და მით უმეტეს, ეკრძალებათ VIP-კლიენტების თანხმობის გარეშე მათი ფოტოების გამოქვეყნება.
ამის შემდეგ ჯეიმსი, სავარაუდოდ, ვეღარ იშოვის ღირსეულ სამსახურს. სამაგიეროდ, მან თავისას მიაღწია – ის საქვეყნოდ ცნობილი გახდა.