ქორწილის სუფრა 300 კაცზე იყო გაშლილი. ოფიციალური ცერემონია უკვე დასრულებული იყო და აღნიშვნის დროც მოვიდა. ნეფე ავანსცენაზე ავიდა, რომ სადღესასწაულო სიტყვა წარმოეთქვა. მან მადლობა გადაუხადა სტუმრებს, განსაკუთებით კი, მათ, ვინც შორი გზიდან ჩამოვიდა.
მადლობა გადაუხადა და პატივისცემა გამოხატა პატარძლის ოჯახის მიმართ, რომელმაც ქორწილის ორგანიზება და ხარჯები თავის თავზე აიღო. ახლა მამაკაცმა სტუმრებს სთხოვა, რომ სკამის ქვეშ მიმაგრებული კონვერტები (ნეფემ კონვერტები წინასწარ მიამაგრა თითოეული სტუმრის სკამზე) აეღოთ და გაეხსნათ კუთვნილი წერილები.
კონვერტებში იდო 8X10 ზომის ფოტო, რომელზეც ნეფის მეჯვარე პატარძალთან სექსით იყო დაკავებული. როგორც აღმოჩნდა, მამაკაცი ეჭვობდა, რომ მის მეგობარსა და მის საცოლეს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ და კერძო დეტექტივი დაიქირავა, რომელმაც ქორწილამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოძიება ჩაატარა და ფოტოებიც გადაიღო.
ამის შემდეგ მამაკაცი ჯერ მეჯვარეს მიუბრუნდა და უთხრა: F@ck you, შემდეგ კი პატარძალს გაუმეორა იგივე, ხოლო გაოგნებულ სტუმრებს მიაძახა: "მე მივდივარ აქედან" და წავიდა.
... მამაკაცმა განქორწინება უახლოეს ორშაბათს გააფორმა.
სხვა მსგავსი შემთხვევებისგან განსხვავებით, რომლებიც ასეთი ინფორმაციის მიღების შემდეგ მაშინვე წყვეტენ ურთიერთობას, მამაკაცმა ცივი გონებით "აიტანა" წინასაქორწინო მზადება და საქორწინო ცერემონიალი, თანაც ისე, რომ წარბიც არ შეუხრია.
საქმროს ცივი "შურისძიების" შედეგები კი ასეთი იყო:
პატარძლის მშობლებს ქორწილი 35.000 დოლარი დაუჯდათ.
მან ყველა ჩააყენა მომხდარის საქმის კურსში.
მაგრამ ყველაზე კარგი ის იყო, რომ მამაკაცმა პატარძლისა და მეჯვარის ნამდვილი სახე ყველას აჩვენა (მშობლებს, დებს, ძმებს, დეიდებს, ბიძებს, ბიძაშვილებს, მეგობრებსა და სხვებს...).