თურმე, რეკლამები არა მხოლოდ ტელეკომპანიებისთვის შეიძლება სარგებლობის მომტანი იყოს, არამედ ჩვენთვისაც. აი, რამდენი რამის გაკეთება შეგიძლიათ თუნდაც ძალიან საინტერესო ფილმის ყურებისას სარეკლამო პაუზებს შორის.
გარეცხეთ ჭურჭელი. 2-3 რეკლამა სრულიად საკმარისია მთელი მთა ჭურჭლის დასარეცხად.
გააკეთეთ 10 ბუქნი და 10 აზიდვა. ვინ თქვა, რომ ტელევიზორის ყურებისას სულ დივანზე უნდა იწვეთ? იყავით აქტიური.
გაიტანეთ ნაგავი. ეს სულ რამდენიმე წუთს დაიკავებს და საქმეც მოცილებული გექნებათ.
მიალაგეთ ოთახი, რომელშიც ზიხართ. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ სარეკლამო პაუზის დროს შეძლებთ, ძირფესვიანადაც კი დაალაგოთ ოთახი.
დალიეთ ჭიქა წყალი.
მოამზადეთ მეორე დღისთვის ბუტერბროდები. ეს დილით ბევრ დროს დაგიზოგავთ.
გააგზავნეთ წერილი. სარეკლამო პაუზის დროს თავისუფლად მოასწრებთ უპასუხოთ ელექტრონულ ფოსტაზე მოსულ რამდენიმე წერილს.
გამორთეთ ტელევიზორის ხმა და წაიკითხეთ საყვარელი წიგნის რამდენიმე ფურცელი მაინც.
გააკეთეთ საქმეების სია. მოიფიქრეთ, რა გაქვთ მეორე დღეს გასაკეთებელი და ჩამოწერეთ ფურცელზე.
მოიმზადეთ ტანსაცმელი მეორე დღისთვის.
ეთამაშეთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს.
განახორციელეთ სატელეფონო ზარი, თუკი ვინმესთან გქონდათ დასარეკი და ფილმის გამო გადადეთ.
მიირთვით რაიმე სასარგებლო.
დააჭირეთ ღილაკს Mute და უბრალოდ, დაჯექით სიჩუმეში. ცხოვრებაში ძალიან ცოტაა ისეთი მომენტი, როცა შეგვიძლია დავტკბეთ სიჩუმით. ნუ გაუშვებთ ამ მომენტს ხელიდან.