ზოგიერთი შეუთავსებელი პროდუქტის შესახებ ალბათ თავადაც გსმენიათ.
მაგრამ, ხშირად შემთხვევაში ვიცით, რა რასთან არ უნდა ვჭამოთ, მაგრამ, არ ვიცით, რატომ. ამიტომ ვფიქრობთ, დღევანდელი სტატია მეტად საინტერესო და გამოსადეგი იქნება თქვენთვის.
სახამებლის გამოყენება არ შეიძლება მჟავე პროდუქტებთან, რადგან ეს უკანასკნელი ანეიტრალებს მჟავე პროდუქტების ყველა სასარგებლო თვისებას და მათ ჭამას არანაირი აზრი არ აქვს, - ორგანიმი ვიტამინებს ვეღარ მიიღებს.
ხილი სადილობის შემდეგ - ხშირ შემთხვევაში, ადამიანი ჯერ სადილს მიირთმევს შემდეგ ხილს აყოლებს, რაც ყოვლად დაუშვებელია. ხორცის გადამუშავებს ჩვენი ორგანიზმი რამდენიმე საათს ანდომებს. ხილი კი ჭამიდან შეუძლება უკვე 15-20 წუთის გასვლის შემდეგ "დადუღდეს". ამიტომ ხილი ან სადილობამდე, ან სადილობის შემდეგ რამდენი საათით ადრე (გვიან) უნდა ჭამოთ.
კოლა და ალკოჰოლი - წვეულებების იაფფასიანი და ყველაზე ხშირი "კოქტეილი", რომელიც მომენტალურ თრობასა და მეორე დღეს საშინელ ნაბახუსევს იწვევს.
ასევე დაუშვებელია ბრენდი-კოლა და ვისკი-კოლა.
ნესვი ალკოჰოლთან, მაწონთან (იოგურტი, კეფირი) მომენტალურად იწვევს კუჭის აშლას.
საზამთრო და მლაშე საკვები - შეშუპებას იწვევს, როგორც ცნობილია, საზამთრო ძირითადად წყლისგან შედგება. მარილი კი ორგანიზმში სითხეს აკავებს.
კოლა და რძე - ორგანიზმისთვის აუტანელ ქიმიურ პროცესს იწვევენ. აგრეთვე, სახიფათოა კოლა და პიტნის კევი, რომელისაც ლამის აფეთქების გამოწვევა შეუძლია. ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავეთ, მათი ამსახველი ვიდეოები კი ინტერნეტში მონახეთ.
ხაჭო და ყავა - იმავე რეაქციის გამოწვევა შეუძლია, რაც მჭავე ხილსა და სახამებელს. ამიტომ, თუ საუზმეზე ხაჭოს მიირთმევთ, მაგრამ ყავას აყოლებთ, ორგანიზმი კალცს საერთოდ ვერ შეითვისებს, რადგან მას ყავა ანეიტრალებს. ყავა ორგანიზმიდან სწორედ კალცს გამორეცხავს.
კვერცხის, ხორცისა და თევზის შემდეგ დაუშვებელია მსხლის, ყურძნის, ვაშლისა და საზამთროს ჭამა. რადგან მათ მონელების სხვადასხვა დრო სჭირდებათ და ორგანიზმში "აჯანყებას" იწვევენ.