მუდმივი სტრესი სამსახურში, უთანხმოება შვილებთან, კონფლიქტი საყვარელ ადამიანთან დროდადრო ადამიანში უგუნებობასა და დეპრესიას იწვევს. ცხოვრებისადმი ინტერესის გასაღვიძებლად გაიხსენეთ საყვარელი საქმიანობა, ჰობი და ყურადღება მიაქციეთ თქვენს რაციონს.
აუცილებლად მიირთვით პროდუქტები, რომლებიც ცუდ განწყობას ამარცხებენ.
მკვეთრი ფერის ხილი და ბოსტნეული - იზრუნეთ, რომ თქვენს მაცივარში აუცილებლად იყოს ცისარტელის ყველა ფერის ხილი, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ რაც უფრო ჭყეტელა ფერის პროდუქტს შეჭამს ადამიანი, მით ნაკლებად იქნება მიდრეკილი დეპრესიისკენ. მოიმარაგეთ: სტაფილო, ბადრიჯანი, ფორთოხალი, ქლიავი, პომიდორი ისინი მდიდარია ნივთიერებით, რომელიც აუმჯობესებს ტვინის სისხლით მომარაგებას. სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ ბანანიც.
თხილი და ნიგოზი - მათში შემავალი ადვილად გადასამუშავებელი ცხიმი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. თხილეული მდიდარია მინერალებითა და ვიტამინებით, რომლებიც ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონს გამოიმუშავებენ.
თევზი - განსაკუთრებით ცხიმიანი (სკუმბრია, ქაშაყი, სარდინი, ორაგული) ომეგა 3-ის ცხიმებს შეიცავენ. ის კი ადამიანს აჯანსაღებს. აგრეთვე, თევზი მდიდარია სეროტონინით - ბედნიერებისა და სიხარულის ჰორმონით.
ქათმის ბულიონი - იგი მხოლოდ გაცივების დროს კი არა, უგუნებობის დროსაც უნდა მიირთვათ.
შოკოლადი - დეპრესიასთან მებრძოლი ყველასათვის ცნობილი პროდუქტია. სხვადასხვა სასარგებლო ვიტამინისა და მინერალების გარდა შოკოლადი მდიდარია მაგნიუმით, რომელიც სტრესს ამარცხებს. ყველაზე სასარგებლო და ეფექტური შავი შოკოლადია.
მყარი ყველი - ტკბილეულზე არანაკლებ ეფექტურად ებრძვის სტრესსა და დეპრესიას.
კრევეტები - სხვა ზღვის პროდუქტების მსგავსად კრევეტები იოდითაა მდიდარი. რაც ტვინისა და ნივთიერებათა ცვლის მუშაობას აუმჯობესებს. როცა ტვინი და კუჭი კარგად მუშაობს, ადამიანს განწყობაც კარგი აქვს.
ზღვის კომბოსტო - კრევეტების მსგავსად ისიც იოდითაა მდიდარი. გარდა ამისა, იგი ადრენალინის მომატებას იწვევს, რაც დეპრესიასა და დაღლილობას ებრძვის.
კვერცხი - A, B, E და D ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს, რაც ადამიანს უუმჯობესებს განწყობას და შრომისუნარიანს ხდის.
შვრიის ფაფა - აუცილებელი და საჭირო პროდუქტია ნერვული სისტემის დასამშვიდებლად, სასუნთქი ორგანოების გასაწმენდად და გულის საუკეთესოდ მუშაობისთვის.