მთელი მსოფლიო შოკირებულია ტრაგიკული ამბით: 63 წლის მსახიობმა, რობინ უილიამსმა 11 აგვისტოს დილით, სან-ფრანცისკოს მახლობლად მდებარე საკუთარ სახლში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მისი სხეული მეუღლემ, სიუზენ შნაიდემა საძინებელში აღმოაჩინა. წინასწარი გამოძიებით ცნობილია, რომ მსაიხიობი ასფიქსიით, ანუ გაგუდვით დაიღუპა, თუმცა საბოლოო ცნობები სამედიცინო ექსპერტიზისა და ტოქსიკური ტესტის შემდეგ, დღეს გახდება ცნობილი.
"უილიამსი ხან მფრინავი იყო, ხან ექიმი, ხან ჯინი, ძიძა, პრეზიდენტი და ხან პროფესორი, მაგრამ ის ჩვენთვის მაინც ერთადერთი და განუმეორებელი მსახიობი იყო, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, - ის ჩვენ გვაცინებდა, ჩვენ გვიტირია მის ფილმებზე. რობინ უილიამსმა უზარმაზარი ტალანტი გვაჩუქა. ობამას ოჯახი მწუხარებას უცხადებს მსახობის ახლობლებს, მის მეგობრებს და ყველას მათ, ვინც შთაგონებული იყო მისი საოცარი სამსახიობო ნიჭით."
როგორც ცნობილი გახდა, რობინ უილიამსი ხანგრძლივი დროის მაძილზე დეპრესიით იტანჯებოდა და გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე სარეაბილიტაციო კლინიკაშიც გადაწყვიტა მკურნალობის კურსის გავლა: მსახიობი ბოლო დროს ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, ხოლო წარსულში - ნარკოტიკებზე. მსახიობის მეუღლე, სიუზენ შნაიდერი გრაფიკული დიზაინერია, ისინი ბოლო სამი წელია, რაც დაქორწინდნენ.
პირველი ქორწინებიდან მსახიობს სამი შვილი ჰყავს: ვაჟები ზაკი და კოდი და ქალიშვილი ზელდა. სწორედ ქალიშვილის მისალოცი პოსტი იყო რობი უილიამსის უკანასკნელი გამოჩენა სოციალურ ქსელში – "ინსტაგრამზე" მამა შვილს დაბადების დღეს ულოცავდა.