"კაზანტიპის რესპუბლიკის" ტერიტორიაზე საკვები და სხვადასხვა დასახელების სასმელი გაიაფდა.
ფასდაკლებასთან დაკავშირებით, წარწერები ზოგიერთი ბარის შესასვლელთან უკვე გამოკრულია.
ზოგიერთ ბარსა და საკვებ ობიექტში ფასი 20%-დან 50%-მდე შემცირდა. მაგალითად, თუ ქართული სამზარეულოს ობიექტზე ხინკალი 2 ლარი ღირდა, დღეს ის უკვე 1 ლარი ღირს.
შოთის პური 3 ლარი ღირდა, დღეს კი მისი ყიდვა 1 ლარად არის შესაძლებელი. კვების ობიექტებისგან განსხვავებით, უცვლელი დარჩა საპირფარეშოში შესვლის ფასი, რომელიც დღესაც ლარნახევარი ღირს.
"კაზანტიპის რესპუბლიკის" პრეზიდენტმა ფასებთან დაკავშირებით უკმაყოფილება რამდენიმე დღის წინ გამოთქვა. როგორც ნიკიტა მარშუნოკმა განაცხადა, "კაზანტიპის რესპუბლიკის" ტერიტორიაზე ასეთი დიდი ფასები არ უნდა ყოფილიყო, რადგან დაპირება სულ სხვა იყო. უკმაყოფილება მან საცხოვრებელი სახლების ფასებთან დაკავშირებითაც გამოთქვა.
იხილეთ სრულად: ambebi.ge