თქვენს მობილურ ტელეფონს აქვს რამდენიმე ისეთი ფუნქცია, რომლის შესახებაც, შესაძლოა, აქამდე არ იცოდით!
გთავაზობთ მობილური ტელეფონის 3 ფუნქციას სპეციალურად ექსტრემალური შემთხვევებისთვის:
პირველი ფუნქცია:
112 - არის ნომერი, რომლის აკრეფაც მობილურით ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციებში გვიწევს და ეს ნომერი მთელ მსოფლიოში მოქმედებს. მოქმედებს მიუხედავად იმისა, რომელ ზონაში იმყოფებით იმ მომენტში, თუნდაც არ იჭერდეს თქვენი ტელეფონი, დაბლოკილი იყოს კლავიატურა ან არ გქონდეთ ანგარიშზე.
მეორე ფუნქცია:
ალბათ, ბევრს ჰქონია შემთხვევა, როცა ავტომობილის გასაღები მანქანაში ჩაგრჩენიათ და დაგიკეტავთ. თუ თქვენს მანქანას დისტანციური მართვის პულტი აქვს და შინ გაქვთ სხვა, დამატებითი გასაღები, შეგიძლიათ, ოჯახის იმ წევრს, რომელიც იმ მომენტში შინ იმყოფება, სთხოვოთ, მოიტანოს დამატებითი გასაღები ყურმილთან, დაიკავოთ თქვენი მობილური ტელეფონი ავტომობილიდან 30 სმ-ში და სახლიდან დააჭირონ კარის გაღების ღილაკს. თქვენი მანქანა, გვერწმუნეთ, გაიღება იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც სახლიდან ძალიან შორს იმყოფებოდეთ.
მესამე ფუნქცია:
როგორ დავბლოკოთ მოპარული ტელეფონი? იმისათვის, რომ გაიგოთ თქვენი მობილური ტელეფონის სერიული ნომერი, აკრიფეთ შემდეგი კომბინაცია:
*#06#
ეკრანზე გამოისახება 15-ციფრიანი კოდი. ეს კოდი ყოველი ტელეფონისთვის უნიკალურია. ჩაიწერეთ ის და შეინახეთ უსაფრთხო ადგილას. თუ შემთხვევით ტელეფონს მოგპარავენ, დაუკავშირდით თქვენს მობილურ ოპერატორს და შეატყობინეთ თქვენი ტელეფონის უნიკალური კოდი. ოპერატორი მაშინვე შეძლებს თქვენი ტელეფონის დაბლოკვას.
ახლა, სიმ-ბარათის შეცვლის შემთხვევაშიც ტელეფონის ჩართვა შეუძლებელი იქნება.