უკრაინულმა როკ-ჯგუფმა Brunettes Shoot Blondes-მა გადაიღო ორიგინალური კლიპი, სიმღერაზე Knock Knock.
ვიდეორგოლის სიუჟეტი "ვაშლის" 14 გაჯეტზე – ტელეფონებზე, პლანშეტებსა და ნოუთბუქებზე ვითარდება. კლიპი ერთი კამერით და ერთ დუბლზეა გადაღებული.
ვიდეო ინტერნეტში 17 სექტემბერს დაიდო და მას დღეს უკვე რეკორდული ნახვები აქვს.
"ჯგუფის წევრები განვიხილავდით მომავალი კლიპის იდეებს და მოულოდნელად გაგვიჩნდა აზრი, კლიპი გადაგვეღო გაჯეტებით, რომლებზეც პერსონაჟები გადაადგილდებოდნენ. შემდეგ იდეას ხორცი შევასხით და ასეთი კლიპი მივიღეთ", – ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.
კლიპის იდეა ჯგუფის წევრებს ეკუთვნით, ხოლო ანიმატორებმა დახატეს და გააცოცხლეს გმირები.