ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც მანდარინი არ უყვარს. ჩვენ სიამოვნებით მივირთმევთ ამ ციტრუსს, ხოლო კანს დაუფიქრებლად ვაგდებთ. არადა, სულ ტყუილად... მანდარინის კანს ძალიან სასარგებლო თვისებები აქვს.
იმუნიტეტის გასაძლიერებლად და მადის მოსამატებლად 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მანდარინის კანს დაასხით 250 მლ არაყი, გააჩერეთ 7 დღე და მიიღეთ 20-25 წვეთი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
გაციებისას, ხველებისას და ბრონქიტის დროს მანდარინის 3 სუფრის კოვზ გამხმარ კანს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, 2 საათის შემდეგ გადაწურეთ, შეურიეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი და მიიღეთ 0,5 ჭიქა თბილ-თბილი ნაყენი დღეში 4-ჯერ.
მანდარინის კანი შეიცავს
იმისათვის, რომ მოირჩინოთ მასტიტი, 100 გრ მანდარინის დაქუცმაცებული, გამომშრალი კანი და 20 გრ ძირტკბილას ფესვი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 2 ჭიქა წყალი, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე ნახევარი საათი. შემდეგ გააგრილეთ, გაწურეთ და მიიღეთ თანაბარი ულუფებით დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ. გარდა ამისა, ნაყენს იყენებენ კომპრესების სახით მტკივან მკერდზე.
თუკი მანდარინის კანისგან გამოწურულ წვენს რეგულარულად შეიზელთ კანში, გათავისუფლდებით კანის სოკოსგან.
მიუხედავად იმისა, რომ მანდარინს უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს, მისი მიღება არ შეიძლება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გასტრიტის, მომატებული მჟავიანობის, კოლიტის, ქოლეცისტიტის, ჰეპატიტის და მწვავე ნეფრიტის დროს.